“რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატების ან ნადავლის სახით შეუძლიათ”, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი Twitter-ზე წერს და ჯავშანტექნიკის ფოტოებსაც ავრცელებს. აქვე, მინისტრი განმარტავს, რომ უკრაინა 24 თებერვალს გერმანიასა და ბალტიის ქვეყნებში რუსულ ნადავლ ტაკნებს გამოფენს.
“24 თებერვალს, 4 ქვეყნის, გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეები ერთდროულად დაინახავენ, რომ რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატების ან ნადავლის სახით შეუძლიათ”, – დაწერა რეზნიკოვმა.
კომენტარები