ბელგიაში, მიგრანტების დაკავების ცენტრში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცოლი ამბობს, რომ კაცს გულის პრობლემები არ აწუხებდა.
“სამარტოო საკანში ჩასვეს ეს მოშიმშილე კაცი, 21-ე საუკუნეა, ბელგიაში თან. კაცს აქვს შაქარი თვალების მხედველობა 001%, მაგის საბუთიც მაქვს. მაგასთან რომ მივედით, შევედით პაემანზე არ მომეწონა, ძალიან ცუდი ფერი ედო, ფერზე არ მომეწონა და მთელი სპორტულები ჰქონდა ჭუჭყიანი, მაშინვე ვკითხე გცემეს-მეთქი? კაი, დაწყნარდი არაფერი არ არიო. დილის 10-ის ნახევარზე მირეკავენ და მეუბნებიან მეუღლე გარდაცვლილიაო, მიზეზად დაასახელეს გული, მაგრამ ვაკონკრეტებ, არასდროს ჩემ ქმარს გული არ აწუხებდა, მას ჰქონდა შაქარი. ჩივილს ვაპირებ, ადვოკატი უკვე ავიყვანე”, – თქვა გარდაცვლილის მეუღლემ მთავარ არხთან.
შეგახსენებთ, ბელგიაში, ანტვერპენის მახლობლად, მერკსპლასში, მიგრანტების დაკავების ცენტრში 40 წლის ქართველი კაცი გარდაიცვალა.
ბელგიის საიმიგრაციო სააგენტოს ინფორმაციით, მან შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც უარი მიიღო საფრანგეთში გადაყვანის თხოვნაზე, სადაც მისი მეუღლე და სამი შვილი ცხოვრობენ.
კომენტარები