მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, კლინიკა ვივამედის ბოლოდროინდელ ბრიფინგებს ეხმაურება და ამბობს:
“ამდენ ხანს რატომ არ ხდებოდა მსგავსი ტიპის ფორმატში პრესკონფერენციების ჩატარება ჩვენთვის არ განუმარტავთ, მაგრამ მარტივია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი ხედავენ აშკარად რა მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილი. იგი ნებისმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს, ამიტომ იქმნიან მტკიცებულებებს და ამბობენ: იცი, რა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, პაციენტი არ გვემორჩილება, რაც არის ტყუილი. მოგეხსენებათ, მოსამართლე არევაძემ გამოსცა განჩინება, რომ ჩვენთვის უნდა გადმოეცათ ვიდეომასალა, თუმცა ჯერჯერობით გადმოგვეცა რამდენიმე თვის მასალა და არ გადმოგვცემია მთელი ერთი წლის მასალა. განსაკუთრებით, სადაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, გულყრის ეპიზოდები.”
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, ის მომდევნო კვირაში ჩაინიშნება და მედიის ცნობით, მესამე პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების და სასჯელის გადავადების საკითხზე მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი იმსჯელებს.
კომენტარები