რონდელის ფონდის მკვლევარი, დიპლომატი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში, გიორგი ბადრიძე:
იმედმა სიუჟეტი მომიძღვნა, ასე რომ მოყვარეების საყურადღებოდ განვმარტავ:
1. ბრიტანეთში რომ მივდიოდი კერძო ვიზიტით, დავწერე ფბ-ზე, ტვიტერზე და ლინკდინ-ში, ვინც გამომეხმაურა, შევხვდი, მათ შორის ძვენ მეგობარს და კოლეგას, თემურ იაკობაშვილს, რომელთანაც ერთად ვიყავი ლანჩზე დავით ტყეშელაშვილთან და დავით კეზერაშვილთან.
2. ბუნებრივია, ვისაუბრეთ საქართველოს ამბებზე: ჩემი აზრი ყველასთვის ცნობილია – ყოველ დღე ვაფიქსირებ პოზიციას სატელევიზიო ინტერვიუებში და პუბლიკაციებში.
3. იმედის სიუჟეტი ამტკიცებს, რომ ნაჩვენებ ფოტოზე ასახულია “მოლაპარაკებების პროცესი” ბრიტანულ ლობისტურ კომპანიასთან, არადა ფოტოზე ზემოთ ხსენებული ოთხი ადამიანი ვართ.
4. არა მარტო არ ყოფილა არანაირი “მოლაპარაკებები”, საერთოდ არავის უხსენებია არც კომპანია, არც ლობისტური საქმიანობის ან რაიმე სხვა “თანამშრომლობის” ფორმა.
5. შეხვედრებში, რომელიც მქონდა პარლამენტის წევრებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, ბუნებრია, ვისაუბრე საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლეობაზე (თავად მათი თხოვნით): ცნობისთვის, ყველაფრის საქმის კურსში არიან და საქართველოს ხელისუფლების მიმართ შესაბამისი დამოკიდებულება აქვთ.
6. საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება კრიტიკული აზრის მქონე ადამიანების მიმართ რუსული ეფესბეს მეთოდების იდენტური ხდება.
კომენტარები