მსახიობი იმედა კახიანი, „კვირის პალიტრასთან“ ამბობს:
“ბიძინა ივანიშვილი თუ საგინებელია და აღარ ვიცი, თავს ვერ დავდებ, როგორი პოლიტიკოსია, მაგრამ ამ კაცს რომ თავისი ქვეყანა უყვარს და დიდი ამაგი აქვს გაწეული, ამას რომ არ დაინახავ, მაშინ აღარაფერი მესმის!
შეიძლება რაღაცაში შეცდეს, მაგრამ კი არ უნდა მოვკლათ და გავაგდოთ, უნდა ვუთხრათ, ვურჩიოთ, ერთად ვიმსჯელოთ… მე მიკვირს, რა ბუნების არის ეს კაცი, ყოველდღე რომ აგინებენ და კიდევ რაღაცას აშენებს, სულ სიკეთეს თესავს! კაცო, ხეებს იპარავდაო და სირცხვილი არ არის?! რა ხეებს იპარავდა, სად წაიღო? პარკი გააკეთა ევროპასა და მსოფლიოში საუკეთესო და გამორჩეული.
რუსეთში იშოვა ფული და რუსული სუნი ასდისო. რას ასდის რუსული სუნი? – ქუთაისში რომ უნივერსიტეტი ააშენა, მარტო ის რომ გაეკეთებინა და მეტი არაფერი, უკვე მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტია! მარტო ლექციებს კი არ კითხულობენ, კვლევითი ცენტრიც არის იქ.
თეატრი, კინო, ყველაფერი მან აღადგინა! გავაგდოთ ეს კაცი?! დავით აღმაშენებელმა გელათი ააშენა… ამან სამებისნაირი კიდევ ბევრი ააშენა! ჩვენი, სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც მართლაც შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა… რა ქნა ამ კაცმა? – ვინმეს რამე წაართვა, ქვეყანა სხვას ჩააბარა, შეარცხვინა თუ რა გააკეთა?”
კომენტარები