გურჯაანის საავადმყოფოში 2 წლის ბავშვი, მრავლობითი დამწვრობებითა და ტკივილებით შეიყვანეს. ბავშვს ასევე მძიმე ანემია აქვს.
ბებია ამბობს, რომ ოჯახი მრავალშვილიანია და ბავშვის მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ქალი ირწმუნება, რომ ბავშვი ცოტა ხნის წინ, დედასთან იმყოფებოდა, რომელიც მასზე ძალადობს.
ექიმების თქმით, ბავშვს ტანზე ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მრავლობითი დამწვრობები აქვს.
გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში მობილიზებულია პოლიცია, რომელიც საქმის დეტალებს არკვევს.
ბავშვი კლინიკაშ ორი საათის წინ შეიყვანეს.
კომენტარები