“ქართული მარშის” წევრი, გიორგი გაბედავა:
“ესეთი რამე მე თუ დამემართება,
ახალი ნაოპერაციები ვარ, ლაპარასკოპიით გამიკეთდა ოპერაცია, დღეს დღისით მომხსნეს სტეპლერის მსგავსი ე.წ. ნაკერი, ღამით ესე 01:00 ზე შემაწუხა ტკივილმა და მოვიხსენი სახვევი, ვნახე რომ ღიაა ერთ ერთი ჭრილობა და დავრეკე სასწრაფოში.
წამიყვანეს ხეჩინაშვილის კლინიკაში. შესვლისთანავე მეცა ვიღაც ქალბატონი და თქვენ 50% გიფინანსდებათო, კაი მეთქი მადლობა მარა რა შუაშიათქო და გავაგრძელე გზა. მოვიდა ქირურგი, დამხედა და ლეიკოთი დააწებეთ და ხვალ თავის ექიმთან მივაო. დამიწებეს და წამოვედი გასასვლელისკენ.
ის ქალბატონი შემხვდა ისევ, და 50 ლარი გადაიხადეო მეუბნება.
მეთქი რა მომსახურებაში ითხოვთ ქალბატონო, ქირურგის კონსულტაციაშიო, თუარ იხდიო ხელწერილი დაწერეო. წავიკითხე ხელწერილი და ჰოი საოცრებავ, წერია რომ ეხლა ვერ ვიხდი და ამ დღეებში გადაგიხდით, არ მოვაწერე ხელი ისე წამოვედი.
უბრალოდ მაინტერესებს, როცა ადამიანი სასწრაფოთი მიდის ესეთი შემთხვევით რატომ უნდა გადაახდევინო 50 ლარი როცა ლეიკოპლასტირი აფთიაქში 2 ლარიც არ ღირს. ელემენტარული სამართლიანობის პრინციპი ხომ უნდა არსებობდეს. პრინციპულად არ მოვაწერე ხელი, რადგან გადახდა იქვე შემეძლო, და არც გადავიხადე ისე წამოვედი.
პოსტი იმიტომ დავწერე, რომ მინდა მსგავსი უსამართლობისგან დავიცვა სხვა მოქალაქეები!
სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა სირცხვილია მეგობრებო!!! ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აკონტროლეთ კლინიკების მიდგომა მოსახლეობასთან, ეს თქვენი ვალდებულებაა, ამაში გიხდიან ხელფასს მოქალაქეები!!!”
კომენტარები