სოციალურ ქსელში, გვერდზე “ოჯახური პრობლემები” ვრცელდება ახალგაზრდა ქალის წერილი:
“მოგესალმებით, ბევრი პოსტი წავიკითხე ძალადობის მსხვერპლ გოგოებზე და მინდა ჩემი ისტორია მოგიყვეთ, იქნებ ვინმეს გამბედაობა შემატოს ჩემმა ამბავმა.
როცა ჩემი ბავშვის მამა გავიცანი ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული ვიყავი, მინდოდა ჩემს გვერდით ისეთი ადამიანი ყოფილიყო ვინც გამიგებდა და ისეთს მიმიღებდა როგორიც ვარ. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო და მიხაროდა, ჩემი ადამიანი ვიპოვეთქო და ბედნიერიც ვიყავი. ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ და ჩემს სახლში დავიწყეთ ცხოვრება, ამ პერიოდის განმავლობაში მსახიობობდა და მოსაჩვენებლად მექცეოდა კარგად. თურმე ბოლო დონის ნაგავი ყოფილა, ამასობაში დავორსულდი.
2021 წლის აგვისტოში გავიცანით ერთმანეთი და სამი თვე ვიყავით ერთად. ბოლოს ვეღარ გაქაჩა არტისტობა, სასმელმა, მოსაწევმა, წამალმა და კიდევ ათასმა საზიზღრობამ თავისი ქნა და უაგრეს*ულესი გახდა. ერთ დღეს მსგავს მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში და ორსული მოსაკლავად გამიმეტა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. უფლის წყალობით გადავრჩი, როგორც კი გავიდა გავიქეცი სახლიდან და ჩემებთან წავედი, მოვუყევი რაც მოხდა და დეიდაჩემი გამყვა პოლიციაში. მიუხედავად იმისა რომ ჩემებს ძალიან ვაწყენინე იქამდე სანამ ეს ამბავი მოხდებოდა და არ ველაპარაკებოდი, გაჭირვების დროს გვერდით დამიდგნენ და დღემდე მეხმარებიან. თუმცა რაც არ უნდა მომხდარიყო მაინც ესე მოვიქცეოდი და იმის შიშით არავინ მიმიღებსთქო, მოძალადეს თავს არ/ვერ მოვაკვლევინებდი თანაც ორსული.
მინდა ავღნიშნო რომ პოლიციამ ოპერატიულად იმოქმედა და მოძალადე იმ დღესვე დააკავეს, დღემდე ციხეშია+შემაკავებელი დაუწერეს და როცა გამოეთრევა მოკარება და უკან შებრუნება ერთი იქნება.
საერთოდ არ მეშინია გოგოებო, ძალიან გთხოვთ არც ერთი წუთი მოითმინოთ მსგავსი არაფერი. თავს შემოუძახეთ რომ მე თუ შევძელი თქვენც გამოგივათ, ყველა ქალი იმსახურებს ბედნიერებას. გაბედეთ და გაიქეცით, ყველაფერი კარგად იქნება. სანამ ცოცხლები ვართ ყველაფერს ეშველება.
როცა ფეხზე მყარად დავდგები და ფინანსები შემიწყობს ხელს ვაპირებ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის დახმარების ცენტრის გახსნას, სადაც ერთმანეთის თანადგომით ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება ვიდრე აქამდე. მთების მოგლეჯვა არ შემიძლია, მაგრამ თქვენს გვერდით ვარ შეძლებისდაგვარად.
ერთად ვიყოთ მთავარია, მერე რა რომ თებერვალია სიყვარულით მე”
კომენტარები