ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, “ტვ პირველთან” ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.
ინგა გრიგოლია:
–ბიძინა ივანიშვილის პროექტია გახარიაო, ამაზე რას იტყვით?
გიორგი გახარია:
–არაფერი რა უნდა ვთქვა?
ინგა გრიგოლია:
–რომ მოწყინდება კობახიძე და ღარიბაშვილი, გახარიას გამოიყვანს ასპარეზეო.
გიორგი გახარია:
–ვინ უნდა გამომიყვანოს, ივანიშვილმა? რაში მჭირდება მე ივანიშვილი? აი, რაში.
ინგა გრიგოლია:
–რა ვიცი აბა…
გიორგი გახარია:
–მაშინ რატომ მისვამთ ამ შეკითხვას?
ინგა გრიგოლია:
–იქნებ ივანიშვილის პროექტია მართლაც გახარია, კობახიძეს აკეთებინებს განცხადებებს…
გიორგი გახარია:
–რითი განსხვავდებით ახლა თქვენ ივაშვილის კოსპირაციული თეორიებისგან? მაგალითად, აშშ ებრძვის და ფული დაუყადაღა იმიტომ, რომ მეორე ფრონტი გაახსნევინოს.. კარგით რა , ხალხო, რააა…
ინგა გრიგოლია:
–ბიძინა გაგახსენდათ ახლა ჩემ შეკითხვაზე?
გიორგი გახარია:
–კონსპირაციის თეორიებზე პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი მახსენდება.
ინგა გრიგოლია:
–არჩევნებით წავა ივანიშვილი?
გიორგი გახარია:
–არსად არ უნდა წავიდეს, სად უნდა წავიდეს, პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე, ესე კარგია რა, მე მოვედი, 10 წელი, 11 წელი, რაც ყველაფერი კარგი იყო, ამით ვისარგებლე და მერე წავედი.. როგორ წავედი?
ინგა გრიგოლია:
–ისე ივანიშვილის ნომერი გაქვთ?
გიორგი გახარია:
–წარმოდგენა არა მაქვს, მამუკა ხაზარაძეს კითხეთ და მოგცემთ.
ინგა გრიგოლია:
–რატომ, მამუკა ხაზარაძე ეკონტაქტება?
გიორგი გახარია:
–თქვენ არ მითხარით?
ინგა გრიგოლია:
–ეს ადრე… იმ შეხვედრაზე… ფიქრობთ რო ეკონტაქტება ხაზარაძე დღემდე?
გიორგი გახარია:
–არ ვიცი.
ინგა გრიგოლია:
–აღარ შეგხმიანებით რაც გადადექით პრემიერობიდან?
გიორგი გახარია:
–არ დაუპიპინებია.
კომენტარები