დეპუტატი, ნიკა მაჭუტაძე:
“სამეგრელოში ვიყავი ბოლო ორი დღე. ამიტომაც ვერ დავწერე აქამდე.
ნიკა გვარამიასთან ვიყავი რუსთავის #12 საპატიმრო დაწესებულებაში.
მარტივად, მოკლედ, ლაკონურად უნდა ითქვას – გვარამიას დაჭერით სიმძიმის ცენტრი მოშალეს.
ძალიან მტკიცედ, მყარად და შეუპოვრად ზის ნიკა გვარამია ციხეში.
პატიმრადმყოფი გვარამია ციხიდან იმარჯვებს რეჟიმზე.
ნიკა გვარამიას უხარია პატიმრობა – უხარია წიგნებთან, ფიქრებთან, განცდებთან დაბრუნება.
ბევრი და დიდ ხანს ვილაპარაკეთ. ამ საუბარში თითქმის არცერთი მისხალი არ ყოფილა თანადროული ვითომპოლიტიკის შესახებ. ვსაუბრობდით ბატონიშვილების ვახუშტისა და იოანეზე, სწავლულ კაცთა კომისიაზე… ქართლის ცზოვრებაზე…
პიტერ ვიერეკზე, ედმუნდ ბერკის შესახებ, ჟოზეფ დე მესტრის ნაწერებზე.
კავკასიის იბერიიდან ესპანეთის იბერიამდე…
ბოლოს ვუთხარი – კიდევ კარგი, დაგიჭირესმეთქი. გვარამია დაბრუნდა იქ, სადაც არის მისი ადგილი – წიგნებთან და შეურიგებლობასთან.
ძალიან, ძალიან დიდი ხანია არ მქონია ამისთანა ინტელექტუალური საუბარი. დიახ, თუ გინდათ საინტერესო საკითხების შესახებ ისაუბროთ, შედით ციხეში – ნიკა გვარამია იქ არის და გაცილებით მეტ გაღრმავებას მიიღებთ ცოდნისას, ვიდრე რომელიმე კათედრაზე.
გონება და აზროვნება სამართებელივით უჭრის. გინდა პოლიტიკაში, გინდ, ეკონომიკაში, სამართალში, ისტორიის გააზრებაში, მწერლობისა და მხატვრული სიტყვის ორიგინალურ წაკითხვაში.
ჩვენ გვჭირდება ნიკა გვარამია – გვჭირდება მრჩევლად, ორიენტირად. გვჭირდება თავისი ფიქრითა და განცდით.
გაიზარდა! გაიზარდა, როგორც მოაზროვნე და როგორ მოქალაქე.
ციხემ გაზარდა.”
კომენტარები