დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ფეისბუქლაივის მეშვეობით ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს, ერთ-ერთი კითხვა იყო, მართალია, თუ არა, რომ ვირუსი არ ემართებათ სისხლის რეზუს უარყოფითი ჯგუფის მქონე ადამიანებს:
“ბევრი ინფორმაცია ჟღერდება, რომ წითურას კომპონენტი იცავს, ან ბეცეჟეს აცრა, აი, მეც მაქვს გაკეთებული და ვისაც აქვს გაკეთებული, იცავს ვირუსისგან და არ ემართებაო, ან ის, რომ თურმე, რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე პაციენტს არ ემართება ვირუსი – ვერც ერთზე ვერ გეტყვით, რომ ასეა. ამ საკითხებზე ჯერ მეცნიერული კცვლევები არ არის ჩატარებული. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ კვლევების მიხედვით.
საუბარი იყო იმაზე, რომ ბავშვებისთვის არ არის ეს ვირუსი საშიში, ასე არ არის და კორონავირუსი ყველასთავის საშიშია.
საქართველოში 16 ინფიცირებულია 14 წლამდე ასაკის.
ბავშვებში ზოგადად მიმდინარეობს შედარებით სუსტი ფორმით.
კომენტარები