ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი:
“თავისუფლების, ღირსებისა და სიმამაცის ნამდვილი სიმბოლო, უკრაინის დედაქალაქი და გული, ქალაქი კიევი რუსული აგრესიის დაწყებიდან 1 წლის თავზე კვლავ დგას, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნამდვილი ციტადელი!
უკრაინელი ხალხის გმირული თავგანწირვის, პრეზიდენტ ზელენსკის სამაგალითო ლიდერობისა და თავისუფალი სამყაროს უპრეცედენტო კონსოლიდაციის შედეგად, პუტინის იმპერიის მარცხი გარდაუვალ მოვლენად იქცა, რის შემდეგაც, სულ მალე თავისუფლების მოყვარე ერებს საკუთარ მიწაზე მშვიდობიანად განვითარებისა და ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ.
ქართველი ხალხი ამ ცივილიზაციურ დაპირისპირებაში სიკეთის, უკრაინისა და საკუთარი თავისუფალი მომავლის გულშემატკივარია.
ქართველი გმირები უკრაინულ მიწაზე იბრძვიან და საქართველოს ღირსეული მომავლისთვის იღუპებიან.
ჩვენ გვჯერა, რომ ბრძოლა აუცილებლად მოიტანს შედეგს, ბოროტება აუცილებლად დამარცხდება!
დიდება მათ ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს სამშობლოს თავისუფლებას!
‘’ბოროტსა სძლია კეთილმან, — არსება მისი გრძელია!’’
დიდება უკრაინას! Слава Україні!
დიდება გმირებს ! Героям слава! “
კომენტარები