ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.
“სანქციების მე-10 პაკეტი მიღებულია. სანქციები გავრცელდება 121 ფიზიკურ პირსა და გაერთიანებაზე. შეზღუდვები დაწესდება იმპორტსა და ექსპორტზე და აიკრძალება რუსული პროპაგანდისტული საშუალებები.
ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, სანქციები შეეხება იმ პირებს, რომლებიც 6 000-მდე უკრაინელი ბავშვის იძულებით გაშვილებაზე არიან პასუხისმგებელი. მისივე თქმით, ეს საერთაშორისო სამართლისა და ჟენევის კონვენციის დარღვევას ნიშნავს.
კომენტარები