სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოციალურ ქსელში, წერს:
“25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს დროშები დაეშვა.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია მოახდინა, რის შედეგადაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის 25 თებერვლის განცხადებაში, რუსეთი ნახსენებიც არაა და საქართველოს ოკუპაცია ტრაგიკულ მოვლენადაა შეფასებული.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კომენტარებში წერენ:
“მადლობა სიმართლისთვის და გამბედაობისთვის, რუსეთის ოკუპაციის ხსენებისთვის. კარგი ადამიანები ხართ! ვამაყობ თქვენით!”
“ყოჩაღ სიღნაღელებო, თავისუფალი, უბატონო გენი გაქვთ ქიზიყელებს ჩემი დიდი ბაბოს მხარე
მადლობა სიმართლისთვის!!!”
“აქაც რომ ვახსენოთ რატომ ვუხდით მადლობას სიღნაღის მუნიციპალიტეტს: იმიტომ, რომ 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა კავშირი არ არსებობდა და რუსეთმა დაიბყრო ჩვენი ქვეყანა, იმიტომ, რომ რუსეთის 11-ე არმია შემოვიდა და ჩახოცა უამრავი ქართველი, რომელიც სამშობლოს იცავდა! იმიტომ, რომ რუსეთმა აწარმოა დამპყრობლური პოლიტიკა და მან დაგვიპყრო და არა საბჭოთა კავშირმა! საბჭოთა კავშირი ამ ამბებიდან 1 წლის მოგვიანებით შეიქმნა, 1922 წლის 30 დეკემბერს, ამიტომ ფიზიკურად საბჭოთა ოკუპაცია კი არ იყო, რუსეთის მიერ მოხდა ოკუპაცია და ისტორიას თუ დავივიწყებთ, კი გვითხრა ილია ჭავჭავაძემ, სადამდე მიგვიყვანს ეს ამბავი, ჰოდა რანაირი ამბავია, მაგრამ მთლიანობაში მართლაც ერთი დიდი საქმეა, რომ ჩვენს ქვეყანაში ვინმემ მაინც იცის ქვეყნის ისტორია და ამ პოსტს წერს!”
“ყოჩაღ ქიზიყი”
კომენტარები