მეუფე ანტონი, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე დიდი ქონების მქონე მღვდელმთავარია, “ტვ პირველთან” ამბობს:
გავხსენი ერთი შპს, გავხსენი მეორე, იქ იმან იცუღლუტა, დავხურე. გამოვიდა, 20–დან არც ერთში ბრუნვა არაა, მაგრამ ნახე, როგორ გამოვიდა, მეუფე ფლობს 20 შპს–ს. თუ გულწრფელად გინდათ, ნახეთ, რომ არც ერთზე ბრუნვა არაა. იცით რა ძნელია შპს–ს დახურვა?
ყველაფერი დავიწყე რაც კი იყო – თევზი, თაფლი, მეურნეობა, ვერ მოვძებნე ადამიანი, სულ ყველამ იცუღლუტა. დღეს საქმის წამოწყება კი არა, ადამიანების მოძებნაა ძნელი.
“ნოუ ჰაუ მქონდა”, შვილებისთვის გავაკეთოთო, თანხა ჩაიდო, მოვიყვანე, დაიწყო ამერიკულად და დაამთავრა ქართულად. ის იყო ჩემი ბოლო.
მოვპარე ვინმეს, წავართვი ვინმეს – რატომ აზარებ შეძლებულ კაცს საზოგადოებას? ეკლესია ამბობს, ქონება ცოდვა არისო? სიმდიდრისაკენ სწრაფვაა ცოდვა, თორემ, მდიდარმა კაცმა უნდა გაარკვიოს, ის ფლობს სიმდიდრეს, თუ სიმდიდრე მას.
ჯარისკაცი არის ჯარისკაცი – ჯარისკაცს არ აქვს უფლება მანქანა ემსახურებოდეს, მაგრამ როცა გენერალი ხდება, მას უკვე უფლება აქვს მანქანაც ჰყავდეს… იმას კი არ ამბობს მღვდელმთავარიაო, ბერია და არ აქვს უფლებაო. ეპისკოპოსმა გამიჯნოს რა არის მისი პირადი და რა ეკლესიისო, წერია სჯულის კანონში.
არის ქველმოქმედი კაცი, უნდა მოხატოს ტაძარი, ვეუბნები, ამ ტაძრის მოხატვა ჯდება 100 დოლარი 1 კვადრატი, საერთო ჯანში ჯდებოდა 150 ათასი დოლარი. ვეუბნები, შენ ხომ არ მზად გაიღო 150 000? მოდი, 50 ათასი უნდა, წისქვილი გავაკეთოთ, ეს წისქვილი რასაც შემოიტანს, მოვახმაროთ ამ საქმეს. ასეთი გონივრული ნაბიჯებით… იმასაც უხარია, 150 000 ქონდა დასახარჯი და 50–ში გამოვიდა. გავაკეთე ეპარქიის სახელით წისქვილკომბინატი? დაიწყო ამან მუშაობა, ეს თანხები წავიდა საქმის საკეთებლად.
რატომ ვარ ანგარიშვალდებული, თუკი მაქვს ეს ნიჭი… აშენებს, მაგალითად, აი, რამდენს ფიქრობს ამ ეკლესიისთვის? მოდი მაგ 10 000 დოლარით, აგერ გავაკეთოთ დარბაზი, რასაც შემოიტანს თანხას… ამასაც რჩება, ეკლესიას. ასე დავაყენეთ ეპარქიები ფეხზე, თორემ, საიდან, არავინ არ მოდის ასე შენთან და არავინ გეუბნება, აი, ააშენე. ფული ვისაც აქვს, იმან მისი ყადრიც იცის.
ყველა იძულებული ვართ რაღაცა მოვიფიქროთ, მოძღვარიც ვერ იტყვის, რომ მოძღვრობიდან არჩენს ოჯახს, ყველა იძულებულია რაღაცა გააკეთოს.
ვეუბნები უცხოეთში რომ არიან მოძღვრები, ეს ხალხი, რომაა მანდ ჩამოსული, ყველა წამოსულია იმისთვის, რომ 2 კაპიკი იშოვოს, მაგრამ ამ ადამიანებს მოთხოვნილებაც აქვს კეთილი საქმე აკეთოს, ის შენ თანხას რომ შემოგწირავს, შენ რაღაცა პირადი გააკეთე, აღარ შემოგწირავს და რომ დაინახავს რაღაცა გააკეთე, თუ 2 დოლარს გაძლევდა 5 დოლარს მოგცემს, სულელი არაა, წამოვიდა სამუშოდ საკუთარი ოჯახის სარჩენად. გაკონტროლებს შენ. რამდენჯერ ჩამიტანია, არა, მეუფე არ მინდაო, რომ წაიკითხავს, მერე უხარია და სტიმული აქვს კიდევ მოგცეს.
კომენტარები