ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე:
,,🛑 ზღვრული საბითუმო და სარეალიზაციო ფასის დადგენა სურსათის ან საწვავის კატეგორიაზე ვისაც პოზიტიური მოვლენა გგონიათ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის თავზე ყველა იგრძნობთ საკუთარ თავზე.
✅ მაგალითად 👇👇👇
1️⃣ როდესაც სურსათზე წესდება ფასის ზედა ზღვარი და საქართველოში შემოდიოდა ბევრი არაურთიერთშემცვლელი, არამედ ხარისხობრივად დიფერენცირებული საქონელი, ადამიანი დგებოდა ალტერნატივის წინაშე რომ შეეძინა ხარისხიანი და გადაეხადა შესაბამისი თანხა ან ეყიდა დაბალბიუჯეტური და შედარებით უხარისხო საქონელი.
👉 პირობითად ამოქმედდა ეს კანონი. თქვენ გამოიმუშავეთ დიდი თანხა თქვენი შრომით ან მემკვიდრეობით გერგოთ 🙂 თქვენ ვეღარ იყიდით შოკოლას ტობლერონს, პასტა ბარილას ან ვერ იყიდით ტანსაცმელს ლაკოსტაში ან ბარბერში 🤪 იმიტომ, რომ საქაეთველოში “შემოგვაპარეს ფასის ზედა ზღვრის კანონი” და პრემიუმ კატეგორიის საქონლის იმპორტიორებს არ უღირთ ამ მარჟაზე მუშაობა. მეტიც, საქონლის სპეციფიკა ვერ აიტანს ზღვრულ ფასს.
✅ მოგიწევთ შეიძინოთ საშუალო ან დაბალი ხარისხის შოკოლადი ან ტანსაცმელი 🤪
2️⃣ საწვავი, რომელზეც დადგინდება ზღვრული ფასი. ეს გამოიწვევს ბაზარზე დაბალი ხარისხის საწვავის დომინაციას. ხშირად გაიგებთ თქვენი ავტომობილის ძრავის ხმაურს და თავად მოგიწევთ დროსელის გაწმენდის სწავლა 🤪
👉 ვეღარ მიიღებთ ბენზინგასამართ სადგურებზე მომსახურებას და მოწესრიგებულ სერვისს.
✅ ბევრი რომ არ გავაგრძელო ფასის ზედა ზღვრის დაწესება ან საფასო პოლიტიკაში უხეში ჩარევა ყოველთვის, ყოველთვის, ყოველთვის მოიტანს ზიანს ‼️
P.S. თუ მთავრობას მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაზრდა უნდა მან უნდა განახორციელოს შემდეგი რეფორმები.
1️⃣ გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი. ეს მომენტალურად გააიაფებს საწვავს 50 თეთრით.
2️⃣ ინფლაციური ფაქტორებიდან გამომდინარე შეამციროს გადასახადები. ამით მეტი ფული დარჩება მოსახლეობაში და ადამიანი შეძლებს დაეწიოს გაზრდილ ხარჯებს.
3️⃣ სწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის წარმოება.
4️⃣ ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც დაამარცხებს ინფლაციას და გაზრდილ ფასებს მოსახლეობის ეკონომიკა დაეწევა.
P.P.S. ზემოთაღნიშნული პრობლემების ძირითადი მიზეზი არის ინფლაცია და გაუკუღმართებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა ‼️”
კომენტარები