რუსიკო კუპრაძე, აქვეყნებს ფოტოს და წერს;
“დღეს ჩემი ქუჩის ცუგა არ ჩანდა, სამჯერ გავედი და საკვები აღარ დავუსხი, მერე სხვა პატრონიანი ოთხფეხები უჭამენ.
საქმეები მქონდა და აქამდე ვეღარ მოვიძიე.
წეღან ნახევარი პური, კარგად გამომხმარი მომიტანა ზედ კარებთან დააგდო და ყეფდა რომ გამეხედა… (ფანჯრიდან შევნიშნე, თავადაც მხედავდა.)
ალბათ იფიქრა რადგან ვეღარ დამისხა საკვები რუსოც მშიერიაო.
გავედი, ავიღე პური და იქვე კართან დადებულ საბურავში ჩავუდე. მივიდა ამოიღო და ისევ მომიტანა პირით და მიყურებდა გამომეტყველებით გამომართვიო…
დავუსხი საკვები და არ დააკარა პირი, სანამ ის ხმელი პური ეზოში არ შემოვიტანე. ჩუმად გავხედე და მივიდა ჯამთან გემრიელად თქვლეფდა მოშიებული.
არ ვიცი რა ვთქვა! ძაღლი კი არა მგონი ადამიანია…
პს: ჭამას მორჩება და დავუბრუნებ დიდ სუხარიკს.”
კომენტარები