რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ლაშა ხეთერელი საოკუპაციო ძალებმა რამდენჯერმე დააკავეს. ბოლოს ის დააკავეს 2021 წლის დეკემბერში. ეს იყო მისი მეექვსე დაკავება.
მანამდე, მან კიდევ ერთხელ მოიხადა ე.წ. სასჯელი ერთი წლით, ოკუპანტების ციხეში და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი მაშინ იტყობინებოდა, რომ “საზღვრის” დარღვევისთვის 2020 წლის 30 ივნისს დაკავებულ ლაშა ხეთერელს ცხინვალის სასამართლოს მიერ მისჯილი ერთწლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა და ის 2021 წლის 17 ივნისს გადაეცა ქართულ მხარეს.
ლაშა ხეთერელი შაუმიანის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის ომის შემდეგ ცხოვრობს.
ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს ხუთი მოქალაქე რჩება.
კომენტარები