ჟურნალისტი, თამარ ბუჩუკური:
“იაგო ხვიჩიას გაგების პრობლემა აქვს თუ არმიხვედრის მაღალი მოტივაცია მაინც ვერ გავიგე… საქმე იმაშია, რომ თამარ ჩარკვიანს აკრიტიკებს შემდეგი პოზიციისთვის ქართულ ჯართან დაკავშირებით – ჩარკვიანის აზრით, სამხედრო სამსახური უნდა იყოს არჩევითი ანუ არა სავალდებულო და ამავე დროს, ჯარში მსახურობის მსურველებს სახელმწიფო უნდა სთავაზობდეს არა არსებული ფორმის ჯარს, არამედ – განვითარებული ქვეყნების მსგავსად რეფორმირებულს, NATO-ს სტანდარტების შესაბამისს.
ანუ რა გამოდის? ხვიჩია წინააღმდეგია ოკუპირებულ საქართველოს, არსებული გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საერთოდ არ უნდა ჰყავდეს ძლიერი ჯარი, არ უნდა ჰქონდეს ქვეყანას თავდაცვის უნარიანობა და სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში საქართველომ უსიტყვო კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს?
ვლადიმერ ხვიჩია თუ იაგო პუტინი? – ეს რომ რუსული იდეა და საქმეა, მარტივად ამოსაცნობია. იაგო ხვიჩიას ე.წ. რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრებული ადამიანები ჯარს თავს აღწევენ ე.წ. ეპისკოპოსის მოწმობით და მათივე ცნობით, ასეთი 40 ათასი ახალგაზრდაა.
საკითხავია, რამდენი მათგანი იტყოდა უარს სამხედრო სამსახურზე თუ ჩარკავიანის ინიციატივის მიხედვით, ქართული ჯარი NATO-ს სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა? თორემ უფასო ყარაული რომ ჯარისკაცად არ იწოდება, ამაზე არავის დაობს.
იაგო “ბიბლიური თავისუფლების” “მრევლს” ათავისუფლებს 50 ლარიანი მოწმობით, ქართული ოცნება კი “მართლმადიდებლებს”. რა განსხვავებაა მათ შორის? არანაირი! ალტერნატივაზე არც ქოცები საუბრობენ, (პრემიერის განცხადებით, ჯარის პოპულარიზაცია საბავშვო ბაღებში უნდა დაიწყოს) რეფორმაზე არც ის საუბრობს, როგორც – იაგო
ასევე, ცოტა უხერხულია პოლიტიკოსობაზე პრეტენზია ჰქონდეს ადამიანს – ამ შემთხევავში იაგოს და არ ესმოდეს სახელმწიფოსთვის სამხედრო საქმიანობის აუცილებლობა. პოლიტიკური დეფინიციით, სახელმწიფო საჯარო ხელისუფლების მეშვეობით ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებამოსილებას, უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას!
აქვე, ვებერის განმარტებით, სახელმწიფო არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია გარკვეულ ტერიტორიაზე ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება! ხოდა, ქვეყნის მთლიანობის ხელყოფის მცდელობის შემთხვევაში იაგოს ლოცვა-კურთხევით გირჩის ეპისკოპოსები შეუშლიან ხელს თუ მათი მრევლი?!”
კომენტარები