თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:
“აგერ მიიწურა თებერვალი, და რაც დამოუკიდებელი აზროვნება დავიწყე სულ მეფიქრება. იმ 102 წლის წინ თებერვლის დღეებში ხომ ნამდვილად ქართველები იყვნენ იუნკრების დასახოცად წითელი არმია რომ გამოიძახეს, კონსტიტუცია რომ გადაგვახიეს თავზე, თბილისის თავზე წითელი დროშა აღმართეს და საკუთარი სამშობლო და ხალხი მონობისთვის გაწირეს, დამოუკიდებელი ეკლესია განადგურებისთვის, ენა კი გაქრობისთვის.
სწორედ ქართველებმა საკუთარ პატარა, ლამაზ და ამაყ სამშობლოს ოსეთი ლაგამი ამოდეს 70 წლით, ისეთ ჯურღმულში გამოგვკეტეს სადაც თავისუფლების, განვითარების და წარმატების სიოც კი ვერ შემოიპარებოდა.
დღეს, ყოველ ჯერზე როცა მიამიტურად იკითხავთ, კი მაგრამ როგორ შეიძლება არ უნდოდეთ ევროპა და სადაა ლოგიკა რომ ქვეყანას გამიზნულად რუსულ წუმპეში ითრევდნენ ევროკავშირის საპირწონედო, 1921 წლის თებერვალი გაიხსენეთ, ქართული გვარსახელის ულვაშდაკაპიწებული ბოლშევიკები და 70 წლიანი საბჭოთა ჯოჯოხეთი და იქნებ ეს მიამიტური სახის გამომეტყველება მაინც შეგეცვალოთ.”
კომენტარები