პარტია “საქართველოსთვის” პოლიტ.საბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
“სანამ მთელი ყურადღება ე.წ. აგენტების კანონპროექტებზე გადაიტანეს, იურიდიული კომიტეტი იხილავს საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის კანონპროექტს, რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია საგამოძიებო სისტემის რეფორმის თავდაპირველ რეფორმასთან! მთავრობის ამ კანონპროექტს თავისუფლად შეიძლება დავარქვათ მოჩვენებითი გამიჯვნის, პროკურატურის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების და შსს-სთვის არასათანადო გამოძიებაზე ხელის შეწმენდის კანონპროექტი. ასე იქცა გამოძიების ხარისხის და გამომძიებლის კომპეტენციის გაზრდის რეფორმა ფარსად არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური მენეჯმენტის ხელში. სამწუხაროდ, ამ რეფორმის არსში ქვეყანაში სულ 5-6 ადამიანი ერკვევა. ამით ისარგებლეს არაკეთილსინდისიერმა, ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებულმა ადამიანებმა.”
კომენტარები