,,ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი:
“მაგიური სოკო და მასში შემავალი ფსილოციბინი კურნავს და დნმ ის დონეზე აღადგენს დაზიანებებს. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა კრძალავს ბუნების ამ წმინდა საჩუქრის გამოყენებას და არცაა გასაკვირი, სისტემას არ ჭირდება ჯანმრთელი ადამიანები და არც მათი გაფართოებული ცნობიერება.
ბოტანიკური ინტელექტის კულტურულად აკრძალვა, ტაბუ და უკანონობა, როგორც ჩანს, ზრდის მათ მიმზიდველობას მრავალი ადამიანისთვის და ავრცელებს მათ არსებობას მთელს მსოფლიოში, ასე რომ, მათი დრაკონული აკრძალვის მიღმა შეიძლება იყოს საიდუმლო გეგმა, ღვთაებრივი თვალის ჩაკვრა და წმინდა ღიმილი….
მაგიური სოკო არათუ დაკანონდა რიგ ქვეყნებში, არამედ სოკოთერაპიის კლინიკებიც გაიხსნა მათ შორის აშშ ზოგიერთ შტატსა და პორტუგალიაში. ჩვენთან რუსული სპეცსამსახურების მიერ მოსახლეობის მკაცრი მონიტორინგისა და ასევე რუსეთის მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს გამო, სოკოს მოხმარება ისჯება 25 წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთით…
…
ჩვენი პლანეტის ბიოსფერო ამჟამად სერიოზულ კრიზისს განიცდის. ბიომრავალფეროვნების მასიური დაკარგვა, ტოქსიური ბირთვული და ნავთობის გაჟონვა ოკეანეებში, მძიმე ლითონების ატმოსფეროში გაჟონვა, კლიმატის ცვლილება, ომები და სხვა საფრთხეები.
ეკოლოგიური არასტაბილურობა და არამდგრადობა არსებობს მრავალ დონეზე ჩვენი სახეობის წინდაუხედაობის გამო და ცივილიზაციის მომავალს დიდ საფრთხეში აყენებს. ის პერსპექტივები, რომლებიც ჩვენ გვჭირდება და, როგორც ჩანს, გვაკლია, როგორც სახეობას – თანაგრძნობა, ეკოლოგიური ცნობიერება, კულტურა, შემოქმედებითი აზროვნება და სულიერი კავშირი – საჭიროებს ფსიქოდელიური მცენარეების გამოყენებას.
ბევრი ფიქრობს, რომ ამჟამად მაგიური სოკოების ფართო გამოყენება მთელს მსოფლიოში შეიძლება იყოს ბიოსფეროს გადამწყვეტი პასუხი ადამიანის მიერ ეკოლოგიის განადგურებაზე და რომ ბუნების ფარული ინტელექტი იყენებს ფსიქოდელიურ მცენარეებს, როგორც კატალიზატორებს, რათა გაზარდოს ჩვენი ეკოლოგიური ცნობიერება, და გამოგვაფხიზლოს…”
კომენტარები