მწერალი, ლუკა ბაქანიძე. გვერდზე lukrecio bakanidze, წერს:
“ოკუპანტების სიმრავლის გამო სულ უფრო და უფრო იშვიათად და კანტიკუნტად გაისმის პროტესტი. არადა ცოტა ხნის წინ თუ თითო-ოროლა შემოყიალდებოდა ხოლმე ბარებში და წყნარად იჯდნენ, ახლა ოცკაციან კამანდებად მოძრაობენ. ბარში წყვილი მოსაწევად ავიდა გარეთ და ეგრევე მაგიდა აახიეს. მოვიდნენ, ჩვენი ადგილიაო და აი დარდიო – ამათ. ახლა ჩვენიაო. იქცევიან ადგილობრივებივით და ჩვენ შევყურებთ ტურისტებივით. შევეჩვიეთ. მეთევზეებმა ვიცით: არის ასეთი სახეობის თევზი გუწუ, რომელიც, თუ გინდა თავისივე ფორმის გუბეში ჩასვი – ჩვეულებრივად განაგრძობს არსებობას. ეჩვევა. ხოდა ეგ გუწუ ვართ ჩვენ. და ზუსტად მიგვიხვდნენ რო გუწუები გავხდით ყველა. ხანდახან ვუყურებ 9 აპრილის კადრებს და არ მჯერა რო ეს ხალხი ჩვენ ვიყავით ოდესღაც. არც ისე შორეულ წარსულში ამაყი და ღირსეული, მებრძოლი ერი გადავიქეცით გუწუდ. რომელიც თავისივე ფორმის გუბეშიც კომფორტულად გრძნობს თავს. ჩემი პოსტებით ვერაფერს ვუშველი ვიცი. ალბათ ფბ-ს რუსეთუმე ადმინისტრაცია კიდევ დამბლოკავს. მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას, რამეთუ არ ვაპირებ გუწუობას, ჩემდათავად.”
კომენტარები