Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი, ჟურნალისტი ნანა საჯაია:
“ნიკა და მე თსუ-ში ერთი სტიპენდიით ვასწავლიდით (ფონდ ღია საზოგადოების სტიპენდიით), 5 წელი ვხედავდი მისით აღფრთოვანებულ სტუდენტებს. სხვა პროექტშიც ვიყავით ერთად, ევროკავშირის გზამკვლევზე ვიმუშავეთ და ევროპარლამენტშიც ვიყავით პრეზენტაციებით.
წლების მერე, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში წასული მისი ყოფილი სტუდენტებისგან მსმენია შედარება, რომ კონკრეტულ საგანს სამხარაძე უკეთ ასწავლიდა თსუ-ში, ვიდრე ლექტორი x ჯორჯთაუნში.
ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ამხელა კაპიტალს არ გაფლანგავს და ხალხის აგენტად გამოცხადებას არ დაუჭერს მხარს, იგივე საქმიანობისთვის, რასაც წარსულში ჩვენ თვითონ ვაკეთებდით – კვლევა იქნებოდა ეს თუ სწავლება.”
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს ყოფილმა სტუდენტებნა წერილით მიმართეს. წერილი „პუბლიკა“ გაავრცელა:
„გწერთ თქვენი ყოფილი სტუდენტები, რომლებსაც სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდით საგნებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროპული ინტეგრაცია, კონფლიქტები, და ა.შ.
გვსურს, გაგიზიაროთ ჩვენი გულწრფელი წუხილი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების მიერ წარდგენილ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
საქართველოს გარშემო არსებული ურთულესი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, დააკარგვინებს ერთგულ მეგობრებს და გაურკვეველი ვადით გადაავადებს მის ევროპულ მისწრაფებებს.
ამავდროულად, წარმოდგენილი კანონპროექტი მთლიანად უგულებელყოფს იმ უაღრესად მნიშვნელოვან როლს, რასაც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეწევიან საქართველოში. ის პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალებს – სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია თქვენს ლექციებზე.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ საჯაროდ გამოთქვამთ კანონპროექტისადმი უარყოფით პოზიციას და შეძლებთ თქვენი კოლეგების დარწმუნებას კანონპროექტის მიზანშეუწონლობაში.
ასევე, მოგმართავთ საუნივერსიტეტო სივრცეში ან თქვენთვის მისაღებ სხვა საჯარო ფორმატში შეხვედრის თხოვნით, სადაც შესაძლებლობა გვექნება მოვისმინოთ თქვენი არგუმენტები და გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტთან და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებთან დაკავშირებით, “- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ნიკოლოზ სამხარაძის 40-ზე მეტი ყოფილი სტუდენტი აწერს.
მიმართვას ხელს აწერენ:
-
აბრამაშვილი ვანო- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2011-2015; 2016-2018
-
გაბიძაშვილი ირაკლი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2015-2019
-
გაბრიჭიძე ნინი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2011-2015
-
გათენაშვილი გიორგი- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2012-2017
-
გიგიტაშვილი გივი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2010-2014
-
გიორგი ბობღიაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007-2011
-
გოგუაძე გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2011-2015; 2015-2017
-
გურგენაშვილი ირინა-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2012-2016
-
დანელია ეკატერინე-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2006-2010;2010-2012
-
ენდელაძე დიანა- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2012-2016
-
ზოიძე გოგი- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2010-2014
-
ზურაბაშვილი თორნიკე-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2007-2011; 2019-2023
-
თომაშვილი თეონა-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2012-2016
-
იმერლიშვილი მარიამ-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2016-2020
-
კაკაბაძე შოთა-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2009-2013
-
კალანდაძე გივი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2012-2016;2016-2019
-
კალაძე ნინი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2016-2020; 2021-2023
-
კურდღელაშვილი ანი -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2007-2011
-
ლეჟავა ლილი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2009-2013
-
ლომთაძე გიორგი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2010-2014
-
ლომთაძე თამთა- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2008-2012;2013-2015
-
მელაშვილი გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2017-2019 (MA)
-
მამულაძე გიორგი- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2015-2019
-
ნაროუშვილი დავითი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2010-2014
-
ნასყიდაშვილი ასმათ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007-2011
-
ნიკურაძე გვანცა-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2012-2016
-
პაპოშვილი მარიამ- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2009-2013
-
რევიშვილი გიორგი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2011-2015
-
სირბილაძე ირაკლი- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2009-2013
-
სირბილაძე ჟანა -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2009-2013
-
სიჭინავა დავით – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2004-2008; 2008-2010; 2010-2015
-
ტურაშვილი თეონა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2006-2010
-
ტურიაშვილი ნინო- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2010-2014
-
ტყეშელაშვილი მარიამ-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2012-2016; 2016-2018
-
უგლავა თამთა- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2011-2015
-
ქურიძე ჯაბა- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2014-2018
-
ჩიხლაძე მარიამ- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007-2011
-
ცანკაშვილი ქეთი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007-2011; 2011-2013
-
ცხომელიძე ელენე- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2011-2015
-
ჭანკვეტაძე ნათია-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2010-2014
-
ჯაფარიძე მარიამ- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2011-2015
-
ჯიქია გიორგი -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2009-2013;2013-2015
კომენტარები