ჰასკი სახელად ჯუბილი შტატ ნიუ-ჯერსის ქალაქ მატავანში მდებარე ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს.
მისი მფლობელი სელექციონერი იყო, რომელმაც ჰასკზე უარი მისი თვალების არაორდინალური მდგომარეობის გამო თქვა.
ჯუბილს ძირითადად გაოცებული და გაშტერებული გამომეტყველება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონია, ამ მახასიათებლის გამო, პატრონმა მისი გაყიდვა ვერ შეძლო.
საბედნიეროდ ძაღლმა ახალი პატრონი მალევე იპოვა და ის მას დეპრესიულ დღეებს ადვილად გადაატანინებს.
კომენტარები