დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც დილიდან იმეორებს, რომ არ უნდა “ასეთი ევროკავშირი”, კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტში, ამბობს:
“მე არ მინდა ისეთი ევროპა ვინც მაძალებს უკანონობაზე, დიახაც არ მინდა ეგეთი ევროპა. დიახაც არ მინდა ესეთი ევროპა, ვინც მაძალებს უკანონობას რომ ვეზიარო. ეს არის ჩემი ნათქვამი და ჩემი ღირსება. ნუ მასწავლით რა, არ არს ეგ ევროპა და ნუ ატყუებთ მოსახლეობას, რომ ეგ ევროპაა.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ევროპაა? სირცხვილია, ეგეთი ევროპა არ მინდა მე, რომ მოგვიწოდებენ ესეთი დამნაშავის სპეცოპერაციას.” თქვა ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის საგარეო კურსი განსაზღვრულია და ის ევროპულია, შესაბამისად, დეპუტატი ყაველაშვილი, ამ განცხადებით ქვეყნის კონსტიტუციას უარჰყოფს.
კომენტარები