ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ხალხის ძალის ინიცირებულ, ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე საუბრისას, განაცხადა
“ეს არის რუსეთში არსებული კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვეს.
ვფიქრობ, ეს კანონი ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ კანონის შესახებ ჩვენი შეშფოთება გამოვთქვით მთავრობის ლიდერებთან, რომლებსაც შევხვდით. ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც. ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს. წლების განმავლობაში მე ვმუშაობ ამ კანონის რეფორმაზე და ვიცი, რომ ეს იგივე არ არის.”
კომენტარები