პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას “ტვ პირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა.
დედაქალაქის ცენტრში სიტუაცია რამდენიმე წუთის წინ დაიძაბა, როცა ნიღბიანმა სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით რამდენიმე აქტივისტი დააკავა, მათ შორის, ნიკა ნარსია. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ დაკავებულია “პუბლიკას” ჟურნალისტიც.
ტვ პირველი ოპერატორი ნიკო კოკაია ასრულებდა პროფესიულ მოველეობას, შეტაკებების დროს მან მიიღო დაზიანებები. აღენიშნება ფეხის და თავის ტრამვა.
კომენტარები