ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:
“ახლა ეჭვიც არ მეპარება, რომ ხელისუფლებამ გათვალა, როგორ ვნებათაღელვას გამოიწვევდა ეს კანონპროექტი, დაგეგმა, როგორ დააკავებდა ჟურნალისტებს საპროტესტო აქციაზე და როგორ დაანახვებდა დასავლეთს, რომ არავითარი სტატუსი არ უნდა მოგვცენ.
დიახ, სპეციალურად დაგეგმა და ევროკავშირს გასაგებად უთხრა სათქმელი.
ეს სათქმელი ყაველაშვილმა ასე ჩამოაყალიბა: “ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი არ არის!”
და მის ნათქვამს ხელისუფლებამ, მეტი დამაჯერებლობისთვის, ჟურნალისტების დაპატიმრება დაამატა, როგორც საკონტროლო გასროლა.”
კომენტარები