ყოფილი დეპუტატი, ირაკლი მელაშვილი:
,,ბატონებო, მართლა ნჯო-ების გამჭვირვალობა გაწუხებთ? გრანტებს ვინც იღებს იმათი რეესტრი არ გვაქვს, დაგვექცა ქვეყანაო. მართლა? სერიოზულად?
სოზარ გეყურება? გისმინე დღეს და გამჭვირვალობას ვითხოვთ, მეტს არაფერსო, ჰოდა ბატონო, აგერ გიგზავნი საკანონმდებლო წინადადებას და მოისპობა ეგ პრობლემა ყოველგვარი ჩხუბის გარეშე:
საკანონმდებლო წინადადება
კანონის პროექტი
საქართველოს კანონში
„ გრანტების შესახებ“
ცვლილებების და დამატებების შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს კანონს „გრანტების შესახებ“ თავი IV „გარდამავალი და დასკვნითი დებულებები“ -ს მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შექმნას იმ არასამეწარმეო იურიდიულ პირების რეესტრი, რომლებიც იღებენ დაფინანსებას ამ კანონის პირველი მუხლის შესაბამისად.
რეესტრში უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი მონაცემები:
ა) გრანტის მიმღების იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) გრანტის მიმღების იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მისამართი;
გ) გრანტის მიმღების იურიდიული პირის ვებგვერდის მისამართი;
დ) ინფორმაცია გრანტის მიმღების იურიდიული პირის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და სხვა სახის მატერიალური სარგებლის წყაროს, მისი დანიშნულების, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;
ე) არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოებში წარდგენილი წლიური საფინანსო დეკლარაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 2.
კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
ოგელოდები! გამჭვირვალობას მოწყურებულო ?????”
კომენტარები