“პუბლიკას” დირექტორი ზურა ვარდიაშვილი გაათავისუფლეს. ის დაკავების დეტალებზე Facebook-ლაივში საუბრობს და ამბობს, რომ სამართალდამცავები მისი წყობიდან გამოყვანას ცდილობდნენ.
“პატარ-პატარა ნიუანსებით ცდილობდნენ, რომ წყობიდან გამოვეყვანე, იყვნენ ჩვეულებრივი ძველ-ბიჭები… ვცდილობდი გასაუბრებას, ამაზე მწარდებოდნენ და იწყებდნენ ჩვეულებრივ “კაჩაობას”… მათ პოლიციელების და მოქალაქეების დამცველების არ ეცხოთ არაფერი, იბრიქებოდნენ… აი ასეთი დონის ხალხთან მქონდა ურთიერთობა. გავიგონე, რომ დაურეკეს ჟურნალისტები გაიყვანეთო… გამომიშვეს ისე, რომ ხელწერილიც არ დამაწერინეს” – ამბობს ვარდიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვარიდაშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცავებმა რამდენიმე სააათის წინ დააკავეს.
კომენტარები