პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 5-პუნქტიანი გეგმა წარადგინა:
“ლელოს პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობა, რათა არ დავუშვათ საქართველოს აცდენა მისი ისტორიული არჩევანიდან, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
ამ მიზნით “ლელო” იწყებს აქტიურ თანამშრომლობას ქართულ საზოგადოებასთან – ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფთან, რომლებიც იზიარებენ ამ ამოცანას.
პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მხარს დავუჭიროთ პროდასავლური ძალების ყველა ინიციატივას და აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კანონის ჩაგდებას და ჯდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში;
დაიწყოს ინტენსიურ მუშაობა პოლიტიკურ ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც ყველაზე მთავარია მოქალაქეებთან, მედიასაშუალებებთან და მათ წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს ყველა მოქმედების კოორდინირება;
ვიწყებთ ინტენსიურ მუშაობას რათა შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ
კომენტარები