ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
„ერთი გოგოს მხიარული სთორები მხვდება ხოლმე. არაფრის აზრზე არაა. აგენტი არა იხვი. ძაან მხიარულადაა.
სახეზე – რუტინა.
ხელში – ქლაჩი.
შუადღეს – ბრანჩი.
იმხიარულოს, მაგრამ უბრალოდ სულ მახსენდება კოვიდის დროს მყავდა სტუმრად 2ჯერ. მისი უსასრულოდ გაჩერებული ბიზნესის გამო. მოთქვამდა. კოვიდი წავიდა (ძლივს წავიდა. ქოცებს არაფერი უქნიათ, მისი გახანგრძლივების გარდა) და ეს გოგოც დაწყნარდა, გაბედნიერდა.
ეტყობა ახლა გონია ისე არ შეეხება ეს კანონი, როგორც კოვიდზეც ეგონათ ვიღაცეებს, რომ მათ არ დაემართებოდათ. ოცნების გულშემატკივრები “კოვიდის კაი მენეჯმენტზე” პოსტებს რომ წერდნენ ისინი, ბოლოს ვიხილეთ სხვადასხვა ეთერში ისხდნენ აკივლებულები, ბიზნეს შეჩერებულები. ეს კანონიც ვირუსივით გადამდებია. და შეგეხებათ ყველას. ქლაჩიან-ბრანჩიანებსაც. ეს კანონი კოვიდამდე რომ ყოფილიყო ეთერში მისასვლელიც არ გექნებოდათ.“
კომენტარები