სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ მის სამსახურში დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული პირის ვახტანგ რობაქიძის მიმართ სამართალდამცავების მიერ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვახტანგ რობაქიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ინფორმაციის მიწოდების მიზნით დღესაა დაბარებული.
„ვადასტურებ, რომ განცხადება შემოსულია, ვადასტურებ იმასაც, რომ გამოძიება დაწყებულია 333-ე მუხლის, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. დღეს უნდა გამოცხადდეს ის სამართალდამცავ ორგანოში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ინფორმაციის მოწოდების მიზნით და მისი გამოკითხვის შემდგომ უფრო ინტენსიურად დაიგეგმება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რაც საჭირო იქნება მის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე, ვინაიდან ის ჯერ ჩვენ სამსახურში გამოკითხვაზე არ ყოფილა, მეტ დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, თუმცა გპირდებით რომ, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჩაგაყენებთ საქმის კურსში,“
შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
კომენტარები