დეპუტატი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და ამბობს:
მაინტერესებს რა ხდება ჩვენ პარლამენტში? გუშინ სუსის თანამშრომელმა დერეფანში გამაჩერა და არ მიშვებდა, აინტერესებდა რა მქონდა დოკუმენტებში, რა ეწერა იქ და მაჩვენეო. ეს დაუშვებელია პარლამენტში. პარლამენტარს რომ დერეფანში გასვლა არ შეუძლია… არაფერი მიზეზი არ ხდება, თქვენ იცით, არ ვცემდი არავის, არც ვჩხუბობდი, უბრალოდ მივდიოდი.
ეს პრეცედენტი, ღრმად შეურაცხმყოფელია პარლამენტისთვის,. მინიმალური გააზრებაა საჭირო, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ.
მეორე – ერთ–ერთი ცნობილი ფაშისტური გამონათქვამია, ჩვენიანისთვის ყველაფერი და მტრებს კი კანონიო, ასეთი ლოგიკა იყო პროცედურული საკითხი, როცა თუ არ მოსწონს კომიტეტის თავმჯდომარეს რას ლაპარაკობს ოპოზიციური დეპუტატი, შეიძლება ნებისმიერ დროს შეაწყვეტინოს და თუ საჭირო სიტყვებს ამბობს, უსასრულოდ გრძელდებოდეს დისკუსია. არასწორად გამოიყურება, კორექტულად რომ ვთქვა.
თუ გადავხედავთ რა ხდებოდა გუშინ, ყველაფერი რაც ხდებოდა პარლამენტში, არ არის შესაბამისობაში პარლამენტისთვის. ასე არ შეიძლება მუშაობა.
კომენტარები