დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი სპორტული და სამეცნიერო საზოგადოების ნაწილს გამოხმაურებებს პასუხობს და ამბობს:
„ის, რაც ხდება ახლა გარეთ, იმისთვის უნდა გამოიყენონ რომ როგორმე ვნებათაღელვა გამოიწვიონ. აქ კლუბები დაასახელეს და ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა და უკვე შეფასებებიც გააკეთა. არ სჭირდება დაკონკრეტება, ბევრი ამჩატდა იმიტომ რომ… კი, კი, ამჩატდა, ამჩატდა…
“თითქოს კურსი შეცვალა ხელისუფლებამ, რუსულ კანონს იღებს და ევროპაზე უარს გვათქმევინებენ – მსგავსი შეფასებებით, მარტივი პრიმიტიული შეფასებებით… როგორ შეიძლება დავიჯერო, რომ კანონის არსი ვერ გაიგო ან მზექალა შანიძემ ან არ ვიცი იმ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა და აზრი ვერ გამოიტანონ, რა არის მასში რუსული. როცა ამაზე პასუხს ვერ ვიგებ, ჩემთვის საეჭვო ხდება, რომ ეს ადამიანები სამწუხაროდ, “ფეიკის” სივრცეში არიან და გავლენის ქვეშ არიან.”
კომენტარები