ჟურნალისტი, თამო კეშელავა:
“წელიწადზე მეტია გეძახით, გამოდით პარლამენტიდანო და არა, აქ უნდა ვიბრძოლოთო და დღეს, ახლა, 5 ოპოზიცონერი დეპუტატი რატომაა მხოლოდ პარლამენტში? სად ხართ?
აა, მდინარაძემ თქვა, ხუთშაბათს გადავიტანეო და დაუჯერეთ?
მდინარაძეს დაუჯერეთ?
მთელი წელია ხელფასს იღებთ პარლამენტში ყოფნისთვის და დღეს სად ხართ?
მთელი წელია ხალხს არ უჯერებთ და დღეს დაუჯერეთ მდინარაძეს?
ხალხი რომ გამოვიდა 9 საათზე პარლამენტთან და იდგა, რომ დარაჯობდა, მიუხედავად იმისა, რომ ხუთშაბათს გადაიტანეს თითქოს, თქვენ სად ხართ?
ამ წამს ვუსმენ ერთ დეპუტატს, ცოტა ვართ იმიტომ, რომ მდინარაძემ მოგვატყუაო და მერე ჩვენ გვეძახის, ამათ, ოცნებას, როგორ ენდობითო.
მე ვენდობი? მე დავუჯერე მდინარაძეს?
სად ხართ, სად, უკეთეს ადგილას დღეს, სად ხართ?”
კომენტარები