ფოტო – მთავარი არხი
“არა რუსულ კანონს” აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. უკვე გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
შეკრება მოქალაქეებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც “ოცნებამ” რუსული კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად დღეს გადმოიტანა და ამ წუთებში პირველი მოსმენით სასესიო დარბაზში განხილვა მიმდინარეობს.
აქციის პარალელურად, მობილიზაცია აქვს გამოცხადებული შსს-ს.
კომენტარები