პარლამენტის შენობის იმ შესასვლელთან, საიდანაც წესით საკანონმდებლო ორგანო უმრავლესობის წევრებმა უნდა დატოვონ, დაპირისპირებაა სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის. სავარაუდოდ უკვე არიან პირველი დაკავებულებიც.
ვითარება საკანონმდებლო ორგანოსთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც “ოცნებამ” რუსული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის შიდა ეზოში მობილიზებულია სპეცრაზმიც.
ამ წუთებში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი 9 აპრილის ქუჩისკენ დაიძრნენ.
კომენტარები