საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ში დაგეგმილ შეხვედრებს აუქმებს და მოსახლეობისთვის მიმართვისთვის ემზადება.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
„საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება აშშ-ში. პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
კომენტარები