გერმანიაში მცხოვრები ნათია მანჯგალაძე, ავრცელებს ფოტოებს, ვიდეოს და წერს:
“ჯერ ხომ ძლივს გაარჩევ რომ საქართველოს საელჩოა, ერთი კინკილა დროშა ჰკიდია წინა მხრიდან და ისიც მარტოდ მარტო.
ყველა ქვეყანა ვინც მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, თავიანთ საელჩოების ეზოში ეროვნული დროშის გვერდით უკრაინის დროშაც ჩამოკიდეს, როგორც სიმბოლო და გვერდში დგომის სიმბოლო…
მე ვერ ვხედავ აქ მხარდაჭერას აქ !!! ელემენტარული ამ ფაქტით რომ იმსჯელო მიხვდებით ქართული ოცნების ნარატივს ევროპაში!!!
რაც შეეხება დღევანდელ ტრაგედიას, ვერ მოვითმინე და ჩემს ახლობელთან ერთად გამოვიარეთ საელჩოსთან, გვინდოდა გვენახა თუ რამდენად აწუხებთ ევროპაში მყოფ საქართველოს წარმომადგენელთა ორგანოს ის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში დღეს.
ფაქტიურად არ ანაღვლებთ, ვინაიდან სამუშაო დრო არ გახლავთ, როგორც მორიგი სამუშაო ადგილი სავარაუდოდ ისე მიაჩნიათ და არც არავინ არ იყო ამიტომაც ასეთ დროს საელჩოში.
აი ასეთ დროს, როდესაც წყდება ჩვენი ქვეყნის ევროპისაკენ მიმავალი ბედი !!!!!!!
მაშინ, როდესაც ევროპისაკენ მიმავალი კურსი შეცვალა მათმა ხელისუფლებამ.
არა ხალხის ძალამ, არამედ ნაძირლების ძალამ!!! რუსეთუმეების ძალამ.!!!
ეს სახელდახელოდ დაწერილი გზავნილები კი თქვენ საქართველოს საელჩოვ ბერლინში!”
კომენტარები