პარლამენტთან გამართულ აქციაზე, “არა რუსულ კანონს”, სადაც მოქალაქეები უკვე არაერთხელ დაარბიეს და აქცია მაინც არ დაიშალა, მოქალაქე სპეცრაზმს მიმართავს:
“მოდით, ბიჭებო, დაგვარბიეთ, შვილები დაარბიეთ, ბიჭებო, დები, დედები, მერე სახლში რომ მიხვალთ დიდი ყანწით დალიეთ საქართველოს სადღეგრძელო, ბიჭებო და თქვით, აი, საქართველო მიყვარსო. საქართველო დაგვირბიეთ, ბიჭებო. ჩვენი სისხლი და ხორცი ხომ ხართ, დედები ხომ გყავთ, მამები? თქვენი ბიძიშვილები, ნათესავები აგერ ხომ არის და რატომ მოდიხართ, რა დაგიშავეთ?
რა დაგიშავეთ, ბიჭებო, არ გვინდა რუსების მონობა. ხვალ მოვა ის ნაბო@არი ვანია და თქვენ დებს, დედებს გაგიუპატიურებენ… ჩავეხუტები, აჰა, ჩვენები არიან, თქვენ ჯიშს და ჯილაგს ვენაცვალე, შენსასაც, არა ვართ ბიჭო, სხვები ერთმანეთის, ჩემი შვილების ტოლა ხართ. 88 წლიდან აქ ვდგევარ, 35 წელია საქართველოს ბედნიერება მინდა და შენ რას გიშავებ, მითხარი, გაფიცებ შვილებს. რას გვერჩით? არაფერს არ მიზამენ, არა. აბა, თქვენ იცით, ბიჭებო, ღირსებას ნუ დაკარგავთ.”
კომენტარები