ჟურნალისტი, ნინო ჟვანია:
“ეხლა დავბრუნდი და ვინც იქ არ იყო მინდა ვუთხრა – პირველად წყლის ჭავლი როცა დაუშვეს ხალხს სკოლის მხრიდან ასასვლელთან და პირველად როცა შეგვასხეს გაზი ჩიტაძიდანაც არც გაფრთხილება იყო – წადით თორემ გაზს ვუშვებთო და არც არაფერი. ისეთი მწარეა, ვიხრჩობოდით ხველებით, კიდევ კარგი რომ გახვალ ჰაერზე 15-20 წუთში გაგდის შედარებით ეს წვა. სამჯერ მივბრუნდით ასე მაგრამ ბოლოს უკვე იმდენი გაუშვეს რომ თეთრი ღრუბელივით იდგა პარლამენტის წინ. ჩამეწვა ყველაფერი და არანაირი გაფრთხილება ამაზე არ ყოფილა. იქ იყო ფეხმძიმე გოგო და საერთოდ დღეს იყვნენ ბევრი სკოლის ასაკის ბავშვებიც აქციაზე. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, მაგრამ მე მაინტერესებს ორი რამე ეხლა – არც პატლამენტში შეჭრის მოწოდება იყო დღეს იქ და არც გადატრიალების. 6-7 საათისთვის ერთადერთი მოწოდება იყო – არა რუსულ კანონს! მაინტერესებს რა იყო იქ უკანონობა, რატომ დაგვშალეს? როდიდან აკრძალა რუსთაველზე აქციის გამართვა? როდიდანაა პროტესტი შეზღუდული? უკვე პუტინის რუსეთი გავხდით თუ ირანი რომ აქციებს შლიან?
1 ქვა არ ყოფილა იქ, არც რამის დალეწვა და არც აგრესია იყო მაშინ. რა იყო იმაში უკანონობა რომ იქ ვიდექით? გაზს რომ გაუშვებ და ჭყელტვას მოაწყობ მერე მთელ მსოფლიოში ასეა რომ ქვასაც გესვრის გამწარებული ახალგაზრდა და მანქანასაც დაულეწავს პატრულს, მაგრამ თავიდან არაფერი ხდებოდა ეგეთი, ვიდექით ჩუმად და მშვიდად.
და მეორე კითხვა – წინასწარ არ უნდა იყოს გამოცხადებული რომ გაზს უშვებენ? იქნებ ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ასთმიანია იქნებ ვინმე რავიცი და რომ გამოაცხადებენ ადგება და გაეცლება იქაურობას, ან ფეხმძიმეა, ან მოხუცია ან წნევიანია, არ უნდა გააფრთხილო ხალხი წინასწარ გაზს ვუშვებო?? ჭყლეტვას და პანიკას რატომ იწვევ? და რა ხდებოდა იქ ისეთი განსაკუთრებული 6 საათზე რომ მოულოდნელად ორივე მხრიდან გაზის გაშვება გახდა საჭირო? აბსოლუტურად მოულოდნელად და გაუფრთხილებლად – ეს არაა გადაცდომა? ვინც იცით კანონი დაწერეთ.”
კომენტარები