ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის, საგერო საქმეთა მინისტრები “ქართული ოცნების” რუსულ კანონთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ.
“საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივაზე. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლებას.“
კომენტარები