გირჩი-მეტი თავისუფლების განცხადებით 17:00 ზე დიღმის იზოლატორთან იკრიბებიან მთავარი მოთხოვნა პარტიის ლიდერის ზურა ჯაფარიძისა და პარტიის წევრის, ნიკა მოსიაშვილის საავადმყოფოში გადაყვანაა.
ორივე მათგანი გასულ ღამეს, დაკავების შემდეგ სცემეს. ამ წუთებში კი მათ მოსანახულებლად იზოლატორში სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე იმყოფებიან.
კომენტარები