11:53, სამშაბათი, 26 ნოემბერი, 2024

“ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს” – საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები რუსულ კანონზე

“კანონის პროექტების მიღება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს” – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.

ჩვენ, საჯარო მოხელეები, ვითვალისწინებთ რა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ცხადად დაფიქსირებულ საქართველოს გეოპოლიტიკურ ვექტორს, რომელიც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში განისაზღვრა ქართველი ერის მიერ ჩამოყალიბებული ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობის მიხედვით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, როგორც გარანტი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისა, ბოჭავს ნებისმიერი დროის ხელისუფალს, იმოქმედოს ამ მიზნის უზრუნველსაყოფად.

იმ პირობებში, როდესაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები, მათი ინიცირების დროის, ფორმისა და კონტექსტის გათვალისწინებით, ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავების გამომწვევი გახდა, იმავდროულად კი, კანონის პროექტებთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებები მკვეთრად ნეგატიურია, მიუთითებენ რა კანონის პროექტების ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირითად პრინციპებთან შეუთავსებლობაზე, მივიჩნევთ, რომ ნახსენები კანონის პროექტების მიღება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს და აზიანებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესს.

განცხადების ხელმომწერები, ვაცნობიერებთ რა კანონპროექტის შინაარსსა და მისგან მომდინარე საფრთხეებს, აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებით ვსარგებლობთ საქართველოს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლებით და ვაფიქსირებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პოზიციას, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ბარამაშვილი თამარ – მთავარი სამართლებრივი მრჩეველი-მრჩეველთა ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
  • გვიმრაძე გიორგი – უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
  • დანელია გვანცა – უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
  • დოლუაშვილი ნინო – სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
  • კენჭაძე მარინა – კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
  • კიკნაძე თამარი – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
  • ლაშხია გვანცა – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
  • მაჭარაშვილი ლელა – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
  • მესხია თამარ – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
  • მძევაშვილი მარი – სტაჟიორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
  • ობოლაშვილი თორნიკე – კოლეგიის თავმჯდომარის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
  • პირველაშვილი ნიკა – უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
  • ღოლიჯაშვილი დავით – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
  • ჭიოკაძე ლევანი – მოსამართლის თანაშემწე,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
  • ხავთასი ივა – მოსამართლის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი