თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:
„რით ვერ გაიგეთ, რით ვერ ისწავლეთ.
რამდენჯერაც დაარბევთ უფრო მეტი გამოგივარდებათ ქუჩაში! ეს სიბრაზე არსად მიდის და არ იკარგება!
დათმობა მოგიწევთ, იმიტომ რომ ხალხი მასზე ხელის აღმართვას არ პატიობს. ბოლოში ყველას ყოფნიდა გონება და თმობდა, იმიტომ რომ ხვდებოდნენ ამის შემდეგ ტყვია უნდა ესროლათ ასე ისტორიის ლოგიკას ვერ გადააბიჯებთ!
მხოლოდ გარდაუვალს ახანგრძლივებთ უფრო მეტი ნაცემი ახალგაზრდის ხარჯზე!
საკუთარ ხალხთან გაბუტულ, ზურგშექცეულ და მოძალადე ხელისუფალს არასოდეს გაუმარჯვია, და თუ ძალაულების შესანარჩუნებლად სისხლის დაღვრას არ მოერიდებით დედამიწაზე ვერაფერი ვეღარ გიშველით
დიახ, ეხლა ემოციები აჯობებს, ემოციების ზღვაშია ქვეყანა გახვეული და ხელისუფლებაში როცა ხართ ამ ემოციების ზღვაში მყოფ ხალხზეც ხართ ზუსტად პასუხისმგებელი, მათ სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, თავისუფლებაზე.
ვინმე ვაშაძემ ან სხვამ რაც არ უნდა ჩაიდინოს მანდ, მას თავისი მოეკითხება, მაგრამ ეს თქვენ ვერ გაგასუფთავებთ, მოძალადის იარლიყს არ ჩამოგრეცხთ!
ეს ხალხი დღეს თქვენზეა გაბრაზებული, თქვენმა ღალატმა გამოიყვანა ქუჩაში, თქვენმა ცინიზმა და დაცინვამ, თქვენმა გუშინდელმა ძალადობამ დატოვა ქუჩაში.
ეს არ დაგავიწყდეთ!
გაიწვიეთ ეს რუსული კანონი!!!“
კომენტარები