ჟურნალისტი ზუკა ნემსაძე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შალუტაშვილს მიმართავს და სთხოვს, გაუღოს კარი მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებსაც ამ წუთებში სპეცრაზმი წყლის ჭავლითა და ხელკეტებით არბევს.
“ბატონო გიორგი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შალუტაშვილს მოგმართავთ საჯაროდ!
თქვენი ბებია, ნინა მაყაშვილი როგორც ამბობთ სიტყვა “კომუნისტს” არასდროს წარმოსთქვამდა, მის სინონიმად იყენებდა სიტყვას – “სვოლოჩ”, თუ კარგ გუნებაზე იყო, ამბობდა, “ბანდიტ”. – თქვენ ამბობთ ამას.
თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც 15-16 წლის ასაკში, თქვენს მეგობრებთან ერთად იატაკქვეშა ორგანიზაცია “საბა” რომ ჩამოაყალიბეთ. ეს აბრევიატურა ასე იშიფრებოდ: “საქართველოს ავტონომიისათვის ბრძოლის ალიანსი”
ხოდა ახლა ეს ახალგაზრდები იმისათვის ისჯებიან რომ რუსეთი არ სურთ. მიიღეთ გადაწყვეტილება და გააღეთ უნივერსიტეტის კარები, იქ თქვენი სტუდენტებიც არიან. გააღეთ დაუყოვნებლივ კარები და მიეცით შანსი მათ რომ გადარჩნენ.
გთხოვთ!”
კომენტარები