პიანისტი გიორგი გიგაშვილი:
,,ერთ მომენტს აღვწერ და მოვრჩები:
23:40-ია, ჭიჭინაძის ქვემოთ ვდგავართ რუსთაველზე, ქაშვეთთან, სრულიად წყნარად.
უცებ იწყება გამაფრთხილებელი მესიჯი: ,,მოქალაქეებო…” და ა.შ.… ნუ კარგი, არავის ეშინია ეგრე ძალიან წყლის ჭავლის და ჩვენც ვდგავართ ერთად, არ იშლება არავინ.
გასროლის ხმა ისმის და ჩვენ თავზე გადაფრინდა გაზის ტყვია და მუზეუმსა და ქაშუეთს შორის ჩავარდა.
აი 5 წამში იწყება პანიკა, რომ როგორმე გავერიდოთ. ალბათ უყურებდით, რამდენი ხალხიც ვიყავით იმ დროს, აურაცხელი, შალვა რამიშვილის აზრით ,,მოსყიდულები და გაყიდულები”.
ხოდა იწყება ჭყლეტვა.. გეუბნებით, ეს ხდება 5 წამში, პანიკაა, ერთმანეთზე გადავლა, ორი მეგობრის ხელი მიჭირავს და ვგრძნობ როგორ ვუჭერ, რომ არ დავეკარგოთ ერთმანეთს.
აი აქ იწყება საინტერესო ამბავი. ხვდებიან რომ ვიშლებით და 6 გასროლის ხმა ისმის და უკვე ფეხთან, სახესთან და ჩემი მეგობრების კიდურებთან ფეთქდება ეს გაზის ტყვიები, რომლის აფეთქება, ნუ ალბათ, 20 კვ. მეტრს ფარავს 1 წამში.
სუნთქვა ჭირს, თვალიდან ვერ ვიხედებით და ჭყლეტვა უფრო ძლიერდება. ქაშვეთთან ჩავრბივართ, ვახტებით მოაჯირებს, ზღუდეებს, ვხტებით 2 მეტრის სიმაღლიდან. ერთმანეთი არ გვავიწყდება მაინც. აზროვნების უნარს ვკარგავთ, გოგოები მოდიან და რძეს გვასმევენ და გვასხამენ, კაცები ჩახტომაში გვეხმარებიან. და 2000 კაცი, წარმოიდგინეთ, ვხვდებით ალექსანდროვის ბაღში. კივილი, სუნთქვა, ბღავილი, დახმარების თხოვნა და გინება ისმის….
———
აქ მოვრჩეთ.
უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს: არამზადა, გამყიდველი და მონა, ამ ,,ძალაუფლებაზე” დახამებული და გაყიდული თუ არ ხარ, ერთ ტყვიას რომ ისვრი, ხალხს ხედავ, როგორ იშლება, ამდენ ადამიანს უყურებ, როგორ პანიკდებიან და ისედაც რომ ვერ სუნთქავენ 6 ცალს რისთვისღა ამატებ, ფეხში რაღატო არტყავ, თავში რატომ ესვრი გ ა მ ი ზ ნ უ ლ ა დ?!!!!
ვერ ეღირსებით მშვიდობას, ასეთ მშვიდობას, ხვალ 30-ჯერ მეტი გამოვალთ!
ლაჩრებო.
კომენტარები