პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
წერილის დასაწერად მაინც გააღვიძეთ ბატონი ბიძინა. ევროპაზე ხალხის სახელით უარს რომ ამბობ, დამოუკიდებლობისთვის დაღვრილ სისხლს რომ აუფასურებ, წერილის დაწერის გამბედაობა მაინც ხომ უნდა გქონდეს. კობახიძეს, ღარიბაშვილს ამ სულაც 76+2-ს მაინც დააბრალოს. ვთქვათ დავიჯერეთ, რომ პოლიტიკიდან წასულია და საქართველოს ევროპულ არჩევანს ეჭვქვეშ მისგან დამოუკიდებლად აყენებს შეშინებული კობახიძე, ბიძინას დაკრულზე გადამდგარ-გადმომდგარი ღარიბაშვილი, ორგანიზაციების გამჭვირვალობის დიადი იდეით შეპყრობილი 76+2 უუფლებო დეპუტატი და ჭეშმარიტ პატრიოტთა უკანასკნელი 9-იანი, დანაშაულს არ გრძნობს ამ შლეგების მართვის სადავეებში დატოვებაზე? სად არის მისი მინიმუმ მოქალაქეობრივი პოზიცია? ამას დაპირდა ხალხს 2012 წელს, რომ მისი ხელისუფლების პირობებში, დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგ, ქართველ ახალგაზრდებს თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის მოუწევდათ ბრძოლა?
კომენტარები